მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გაოცებული ვრჩები, რამხელა გზა გამოიარა საქართველომ 2000-იან წლებში ჩაბნელებული ქვეყნიდან დღემდე"

5926b9a1ceccb
დავით ჯალაღონია
25.05.17 15:00
1869
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, ქვეყანას უდიდესი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს, ამიტომ შესაძლოა ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცება. ამის შესახებ ელჩმა დღეს თბილისში მიმდინარე რეგიონულ ენერგეტიკულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"როცა ვუყურებ ამ ქვეყანას, გაოცებული ვრჩები იმით, რამხელა გზა გამოიარა 2000-იან წლებში ჩაბნელებული ქვეყნიდან იმ ქვეყნამდე, რომელიც დღეს რეგიონალური ენერგეტიკული ინტეგრაციის საკითხს განიხილავს. თუმცა ცხადია, მიუხედავად იმ პროგრესისა, რაც ქვეყანამ განიცადა და იმ უდიდესი ენერგეტიკული პოტენციალისა, რაც ამ ქვეყანას აქვს, ჯერ კიდევ ბევრი რამის გაუმჯობესება შეიძლება. სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობამ დააბანდა ინვესტიცია საქართველოში და დაეხმარა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს სხვადასხვა მიმართულებით: კანონმდებლობის, მარეგულირებელი გარემოს, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, ენერგოვაჭრობის კუთხით; გარდა ამისა, 1.5 მილიარდი დოლარი კერძო კონტრაქტების სახით 900 მეგავატზე მეტი ახალი ჰიდროელექტროენერგიის გენერაციისთვის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადამცემი ინფრასტრუქტურის განახლება, ათასობით ოჯახამდე ბუნებრივი აირის მიყვანა, რეგიონული გადამცემი ქსელის ანალიზი მთელი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით და ენერგოეფექტიანობის გაზრდა, რადგან როგორც ყველა აქ მყოფმა იცის, გაცილებით უფრო იაფია დაზოგო, ვიდრე გაზარდო წარმოება", - განაცხადა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები