მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gap-ი ბრიტანეთის მასშტაბით Next-ის მაღაზიებში იქნება წარმოდგენილი

6148993010079
ნათია თაქთაქიშვილი
20.09.21 21:00
611
დიდი ბრიტანეთის ცნობილმა ბრენდმა Next-მა და აშშ-ს მოდის გიგანტმა Gap-მა ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც Gap-ს დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დარჩენაში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გარიგების საფუძველზე ამერიკული ბრენდი შეძლებს ისარგებლოს როგორც Next-ის ონლაინ გაყიდვების პლატფორმით, ასევე Next-ის ბრენდის მაღაზიებში Gap-ისთვის გამოყოფილი სივრცეებით.

ცნობისთვის, Gap-ი აშშ-ში 1969 წელს დაფუძნდა, რომელმაც დიდ წარმატებას ქვეყანაში მალე მიაღწია, ხოლო მსოფლიო ცნობადობა 1990 წლიდან მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ Gap-მა ბრიტანეთში პირველი მაღაზია 1987 წელს გახსნა. 2013 წლისთვის ბრენდის მაღაზიათა რიცხვმა ქვეყანაში 123 მიღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები