ამერიკული წამყვანი ბრენდი Gap-ი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში 81 მაღაზიას დახურავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, Gap-ი აღნიშნულ ქვეყნებში მთლიანად ონლაინგაყიდვებზე გადავა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ კომპანიის თქმით, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მაღაზიები ეტაპობრივად დაიხურება - კერძოდ, აგვისტოს ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. ამასთან, 19 მაღაზია ოპერირებას ივლისის შეწყვეტს, რადგან აღნიშნულ მაღაზიებს იჯარისთვის განკუთვნილი დრო ეწურებათ.
კომპანია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რამდენ ადამიანს მოუწევს სამსახურის დაკარგვა ბრენდის ამ გადაწყვეტილების ფონზე, თუმც აცხადებს, რომ Gap-ი დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ბაზრებიდან გასვლას არ განიხილავს, რადგან გაყიდვები ონლაინმაღაზიების მეშვეობით განხორციელდება.
Gap-ის ცნობით, ბრენდი საცალო გაყიდვების პოლიტიკის გადახედვას იტალიასა და საფრანგეთშიც აპირებს.