მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GAP-ი ევროპაში ყველა მაღაზიის დახურვას განიხილავს

5f92adc99c138
ნათია თაქთაქიშვილი
23.10.20 19:30
1099
მსოფლიოში ცნობილი ტანისამოსის ბრენდი GAP-ი მომავალი წლის ზაფხულიდან, ევროპის მასშტაბით, მისი ბრენდის ქვეშ არსებული ყველა მაღაზიის დახურვას განიხილავს, მათ შორის დიდ ბრიტანთში, საფრანგეთში, ირლანდიასა და იტალიაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ევროპის მასშტაბით, ბრენდს ჯამში 129 მაღაზია აქვს, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული "ლოქდაუნებით", კომპანიამ ბოლო თვეებში 740 მილიონი ფუნტი სტერლინგით იზარალა, რადგან მაღაზიათა უმრავლესობა დაკეტილი იყო.

აღსანიშნავია, რომ GAP-ს სახარბიელო მდგომარეობა არც პანდემიამდე ჰქონია, რადგან კომპანია იმ დაკარგული მომხმარებლების დაბრუნების გეგმაზე მუშაობდა, ვინც შედარებით იაფასიანი ბრენდების პროდუქციაზე გადაერთო. ბრენდის ახალგაზრდა მომხმარებელი ბოლო წლებში არჩევანს Zara-ს, H&M-ის და Forever 21-ის პროდუქციაზე აჩერებდა.

აღსანიშნავია, რომ Gap-ს და Banana Republic-ს მსოფლიოს მასშტაბით 225-მდე მაღაზიის დახურვა წლის დასაწყისშივე ჰქონდათ დაანონსებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები