მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაქირავებისას ე.წ. "საპოლიციო გამოსახლება" ბრუნდება - შერჩევითი სამართალი?

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ახალ ინიციატივაზე მუშაობს, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია, რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ამ ინიციატივას განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მისი გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული.

მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გააუქმა. ამ ცვლილების შედეგად აღსრულება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტი დროც სჭირდება. რას ცვლის მთავრობის ახალი ინიციატივა და რა მასშტაბი აქვს პრობლემას?

სტუმარი: ნინო ლიპარტია - იურისტი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები