მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარანტირებული პირობების გარეშე ჰესების ასაშენებლად ხელშეკრულებები დაიდო

5b2fa6b20427d
დავით ჯალაღონია
24.06.18 19:45
892

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ორ პროექტზე კვლევისა და მშენებლობისთვის ინვესტორებთან შეთანხმებას ხელი მოაწერა.

როგორც "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ BM.GE-ს განუცხადა, ორი ჰესის ასაშენებლად 15-20 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება და მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატი იქნება. ჰიდროელექტროსადგურების დასახელებებისგან ენერგეტიკის განვითარების ფონდში ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

"გარდა ამისა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიზნით კიდევ რამდენიმე პროექტს მოეწერა ხელი, თუმცა შემდეგ ისინი ალბათ, "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონით გათვალისწინებული პირობებით განხორციელდება. ასევე, ინვესტორთა მომართვის საფუძველზე რამდენიმე მსხვილი ობიექტი მზადდება, რომელთაც გარანტირებული პირობების გარეშე გამოვიტანთ ინტერესთა გამოხატვაზე", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონი გარანტირებული პირობების გამოყენებას, სადაც სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის შეძენის პირობები იქნება გაწერილი, მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტების გარანტირებული ხელშეკრულების პირობებით განხორციელების მიზანშეწონილობას კი კანონის მიხედვით მთავრობა აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები