მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარანტირებული შემოსავლის შეთავაზება დაბრუნდა! - ის რაც აუცილებლად უნდა იცოდე

იდეა დეველოპმენტი
31.10.25 13:42
476

დეველოპერული კომპანია - იდეა დეველოპმენტის საავტორო შეთავაზება, რომელიც იდეა ინვესტის ჭრილში დაგენერირდა - ,,გარანტირებული შემოსავალი - დაბრუნდა!” რომლითაც უკვე არაერთმა ადამიანმა წარმატებით ისარგებლა.

შეთავაზების ფარგლებში - პროექტ იდეა პანორამაში ბინის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს გარანტირებულ შემოსავალს ყოველთვე - 12 თვის განმავლობაში.

1 საძინებლიან ბინაზე - $800

2 საძინებლიან ბინაზე - $1000

3 საძინებლიან ბინაზე -$1500

აღნიშნული შემოსავალი გარანტირებულია და თავად უზრუნველყოფს კომპანია.

შეთავაზების შესახებ იდეა დეველოპმენტის კომერციულ ხელმძღვანელ თაკო ახვლედიანს ვესაუბრეთ.

-თაკო, ამ პროდუქტის შესახებ უკვე ბევრს სმენია, თუმცა მათთვის ვისთვისაც სიახლეა - იქნებ გაგვიზიაროთ მეტი დეტალი თუ რას სთავაზობთ უძრავი ქონების მაძიებელს.

ჩვენი საავტორო შეთავაზება გარანტირებული შემოსავალი, ჯერ კიდევ 1 წლის წინ დავიწყეთ. დაანონსებიდან რამდენიმე საათში უკვე სრულად შეივსო ჯავშნების რაოდენობა. მაღალმა მოთხოვნამ და მომხმარებლის სწრაფმა რეაგირებამ გვაჩვენა ამ პროდუქტის ეფექტურობა. ახლა მომხმარებელს კვლავ ვთავაზობთ შემოსავლის შეთავაზებას, თუმცა ეს მხოლოდ შეზღუდული დროის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

ამ თანხის გამოყენება მომხმარებელს, რა თქმა უნდა, საკუთარი დანიშნულებისამებრ შეუძლია.

  • დაფაროს იპოთეკური სესხის ყოველთვიური გადასახადი
  • გაარემონტოს ბინა ან სხვა მიზნობრიობით

-ძალიან საინტერესოა, ანუ გამოდის რომ, თუ მომხამრებელი შეიძენს ბინას მიმდინარე პროექტ - იდეა პანორამა I - ში ცხოვრების მიზნით, იქ ხოვრებს და თან შემოსავალს მიიღებს, ხოლო თუ საინვესტიციოდ და გაქირავების მიზნი- შესაძლოა ორმაგი შემოსავალიც მიიღოს.

დიახ, სწორედ ასეა, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი - იდეა პანორამა I სულ რაღაც 1 თვეში სრულდება, მოხმამარებელს შეუძლია გაარემონტოს ბინა, შემდეგ გააქირაოს და ორმაგი შემოსავალიც კი დააგენერიროს.

ხოლო თუ მომხმარებელი შეიძენს ბინას პროექტში ცხოვრების მიზნით, შეუძლია კომფორტულად იცხოვროს პრესტიჟულ ადგილას და თანაც მიიღოს გარანტირებული შემოსავალი კომპანიისგან — ყოველთვიურად 12 თვის განმავლობაში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, როდესაც შემოსავლის მიღება ხდება საკუთარ ბინაში ცხოვრების დროსაც კი.

-პროექტის შესახებ რომ მოგვაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია

„იდეა პანორამა I“ წარმოადგენს მულტიფუნქიურ კომპლექსს, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე სივრცეებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში — ვაკე-საბურთალოზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე.
პროექტის მთავარი ღირსება ულამაზესი, უცვლელი პანორამული ხედია, რომელიც თითოეული ბინიდან იშლება. მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ ტკბობა თბილისის ხედებით წლის ოთხივე სეზონზე — პირდაპირ საკუთარი ტერასიდან.

„იდეა პანორამა I“ გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურითა და მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალებით. შენობაში დამონტაჟებულია Otis-ის პრემიუმ კლასის ლიფტი, რაც კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩაბარების პირობა — მწვანე კარკასი +, რომელიც სტანდარტულ პირობებზე მეტს მოიცავს. კერძოდ: ბინები სრულად გამრიცხველიანებულია, მცხოვრებლებს საჩუქრად გადაეცემათ გათბობის ქვაბი, ხოლო ტერასაზე მოწყობილია სპეციალური სათავსო ქვაბისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს www.ideadevelopment.ge ან დაუკავშირდით Idea Development-ის გაყიდვების გუნდს:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები