გარანტირებული სიმძლავრის საფასური წლიურად მაისში 45.2%-ით შემცირდა და კვტ.სთ-ზე 0.35 აშშ ცენტი შეადგინა. G&T-ის ინფორმაციით, აღნიშნული კლება გარდაბნის თბოსადგურის, ჯი-ფაუერის და თბილსრესის მე-3 ბლოკის სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
გარანტირებული სიმძლავრე მაისის თვის განმავლობაში უზრუნველყოფილი ქონდა მხოლოდ მტკვარი ენერგიასა და თბილსრესის მე-4 ბლოკს.

























