მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარდაბანი-2 თბოსადგურის მშენებლობის დაწყება 2017 წლისთვის იგეგმება

571f6ee5c2e05
BM.GE
26.04.16 17:23
2751
გარდაბანი-2 თბოსადგურის მშენებლობის დაწყება 2017 წლისთვის იგეგმება. 240 მგვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურს არსებული გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები ექნება. თბოსადგურის აშენების სავარაუდო ღირებულება 190 მლნ აშშ დოლარია. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, გარდაბანი-2-ის მშენებლობაზე ინტერესი, ექვსმა საერთაშორისო კომპანიამ გამოხატა, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება. 
 
ცნობისათვის, პირველი გარდაბნის სადგური ჩალიკ ენერჯი ჰოლდინგმა ააშენა. სადგური ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიურია 

გალტ&თაგარტი


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები