კომპანიას Gardabani Holdings PP B.V სს "ხაშურის მინის ტარას" 100%-იანი აქციების მფლობელობა სურს, - კომპანია ამ ეტაპზე აქციათა 72,7585%- ს, ფლობს, დარჩენილი აქციების გამოსყიდვაზე კი სატენდერო შეთაბაზებას აკეთებს. კომპანია თითო აქციაში მის მფლობელებს 1,4 ლარს სთავაზობს.
Gardabani Holdings PP B.V ნიდერლანდებშია რეგისტრირებული და ის რუსული Inter RAO-ს შვილობილი კომპანია იყო, რომლის მეშვეობითაც „ინტერ რაო“ მტკვარი ენერგეტიკას" 100%-ს ფლობდა. შეგახსენებთ, რომ „ინტერ რაომ“ გასულ წელს აქციები გაყიდა. "მტკვარი ენერგეტიკა"-ს ახალი მფლობელი “საერთაშორისო ინვესტორთა კონსორციუმი" გახდა.
"ინტერ რაო“ საქართველოში სს "თელასს“, „ხრამჰესი 1“ -სა და "ხრამჰესი 2"-ს ფლობს.
"ხაშურის მინის ტარას" 23.09346 %-ის წილის მფლობელი სახელმწიფო იყო, საპრივატიზაციოდ საწარმო 2014 წელს გამოიტანეს.

























