მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარდაბნის მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი

57ecadaf173d4
BM.GE
29.09.16 09:57
1268
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის “TCC”-ის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. აღნიშნული კომპანია ენერგეტიკის სექტორში საინჟინრო-სამშენებლო პროექტებს ახორციელებს.

შეხვედრაზე განხილული იყო გარდაბნის მეორე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობის საკითხი, რომელსაც ჩინეთის სახელმწიფო კომპანია “TCC”-ი ააშენებს. აღნიშნულ სამუშაოებს ჩინეთის საფინანსო სექტორი დააფინანსებს. 2019 წლისათვის დაგეგმილია პროექტის დასრულება, რომლის შედეგადაც საქართველოს ენერგოსექტორს 240 მგვტ. დადგმული სიმძლავრე შეემატება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა TCC-ის შემდგომი საქმიანობის შესახებ საქართველოსა და რეგიონში. ითქვა, რომ ჩინური კომპანია საქართველოში ოფისის ჩამოყალიბებას გეგმავს.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები