გარდაბნის მუნიციპალიტეტში ბაღების რეაბილიტაციაზე 1 მილიონზე მეტი დაიხარჯება
BM.GE
17.05.18 15:43
• 487
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში 6 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაში 1 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ გამარჯვების, მარტყოფის, ახალ სამგორისა და სართიჭალის საბავშვო ბაღებში იგეგმება. ბაღებში კაპიტალური რემონტების ჩატარებაა გათვალისწინებული, ინტერიერისა და სველი წერტილების მოწესრიგებიდან, გარე ფასადისა და გადახურვის სამუშაოების ჩათვლით. დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარდგენა 6 ივნისამდე შეეძლებათ.