გარდაბნის რაიონის სოფლებში გზების მოასფალტებაზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
გარდაბნის რაიონის 8 სოფელში გზების მოასფალტების სამუშაოებზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერები ორ ლოტად გამოაცხადა. ერთი ტენდერით, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1,3 მილიონი ლარია სამუშაოები ყარაჯალაში, ყარათაკლიაში, აღთაკლიასა და სართიჭალაში უნდა შესრულდეს. მეორე ტენდერით კი სოფელ ჯანდარაში, ვახტანგისში ქესალოსა და ნაზარლოში. ამ შემთხვევაში სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1,6 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. ტენდერის პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიებმა მოასფალტების სამუშაოების წარმოება სოფლებში ერთდროულად უნდა შეძლონ.