გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მეორე ბლოკი აშენდება. "გარდაბნის თბოლოექტროსადგური 2"-ის და "China Tianchen Engineering Corporation"-ს შორის 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ასევე ხელი მოეწერა გარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას , შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ს, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" და სს "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს’’ შორის.
კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა მომავალი წლის ზაფხულში დაიწყება და ექსპლოატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრისთვის იგეგმება.
როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, მთავრობასთან მიღწეული შეთანხმებით, წლის განმავლობაში გამომუშავებულ მილიარდ 200 მილიონი კილოვატსაათ ენერგიას სრულად შეისყიდის სახელმწიფო და ტარიფი იქნება საკმაოდ დაბალი-5,5 ცენტი. თვალაბეიშვილის თქმით, ჩინურ მხარესთან შეთანხმებით, მშენებლობის პროცესში 60% ადგილობრივი სპეციალისტი იქნება. თბოსადგურის გახსნის შემდეგ კი ობიექტზე 80% ადგილობრივი სპეცილისტი დასაქმდება.

























