მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაბნის თბოსადგურის ტურბინების შეკეთებაზე 37 მილიონი დაიხარჯება

5adada0ab5859
თამუნა დემეტრაშვილი
21.04.18 13:11
1614
შპს "გარდაბნის თბოსადგურის" გაზის ტურბინების შეკეთებაზე 37 მილიონი ლარი დაიხარჯება. რემონტისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ General Electric-ის წარმოების ტურბინებმა, რომლებიც თბოსადგურშია დამონტაჟებული, ამოწურა მწარმოებლის მიერ გაცემული 24 - ათასსაათიანი მუშაობის გარანტია, რის შემდეგაც ის რემონტს საჭიროებს.

შემსყიდველის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთააზებული საქონელი თავსებადი იყოს General Electricის წარმოების 6FA ტიპის გაზის ტურბინებთან, ამასთან აკმაყოფილებდეს ახალ, გაუმჯობესებულ პარამეტრებს და სამომავლოდ მისი შეკეთება არა 24 ათასი საათიანი, არამედ 32 ათას საათიანი მუშაობის შემდეგ იყოს აუცილებელი. ტენდერში წინადადებების წარდგენა დაინტერესებულ კომპანიებს 11 მაისამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები