მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარდაბნის თესი ტარიფის შემცირებას ითხოვს

59915ac215405
BM.GE
14.08.17 14:00
2384
გარდაბნის თბოელექტროსადგურმა სემეკს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების შემცირების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ "საქმის კურსს" გარდაბნის თბოელექტროსადგურის დირექტორმა ლაშა მგელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, სემეკმა თბოსადგურებისთვის ტარიფები 2016 წლის დეკემბერში დაადგინა, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,73 იყო, ახლა კი განსხვავებული კურსია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სემეკმა ტარიფებს გადახედოს.

ლაშა მგელაძე ამბობს, რომ კონკრეტული თანხა, რამდენით უნდა შემცირდეს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი, ჯერ დადგენილი არ არის და ამის შესახებ გადაწყვეტილებას სემეკი მიიღებს.

თბოსადგურებმა სემეკს ახალი ტარიფების დასადგენად მიმართეს. შესაბამისი განცხადებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შპს ჯიფაუერმა“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ”, შპს „მტკვარი ენერჯიმ“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“ მიმართეს.

თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი სემეკმა ბოლოს 2016 წლის დეკემბერში დაიანგარიშა და ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო:

გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.4 თეთრით კილოვატ საათზე - 9.056 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
შპს ჯიფაუერისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 5.6 თეთრით კილოვატ საათზე - 14.12 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
შპს მტკვარი ენერჯისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 1.4 თეთრით კილოვატ საათზე - 12.194 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.
შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის ტარიფის ზედა ზღვარი გაიზარდა 2.9 თეთრით კილოვატ საათზე - 14.234 თეთრამდე. დღგ-ს გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები