მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაიცვალა კაცი, რომელმაც 27 იანვარს დევნილთა სააგენტოსთან თავის დაწვა სცადა

დევნილთა სააგენტო
01.02.25 21:03
847

კაცი, რომელმაც 27 იანვარს თბილისში, დევნილთა სააგენტოს შენობასთან, საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სუიციდი სახელმწიფოს მხრიდან ბინის მიღებაზე უარის გამო სცადა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმები 5 დღე ცდილობდნენ მისი სიცოცხლის გადარჩენას.

"ჯანდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიცოცხლის გადასარჩენად, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ექიმები, 5 დღის განმავლობაში, თავდაუზოგავად იბრძოდნენ.

ზამირ კვეკვესკირმა, 27 იანვარს, სხეულზე, მძიმე თვითდაზიანება მიიყენა. ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, თუმცა, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გარდაიცვალა",- აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები