მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ გარდენ მოლი „ - სავაჭრო ცენტრის სიახლეები და სამომავლო გეგმები

„ გარდენ მოლი „ - სავაჭრო ცენტრის სიახლეები და სამომავლო გეგმები
10.09.24 16:34
726

მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი, „გარდენ მოლი“ , ქ. გორში 14 ივლისს სატესტო რეჟიმში გაიხსნა . უძველესი შენობა, რომელსაც დღემდე შენარჩუნებული აქვს ძველი იერსახე, თანამედროვე სტანდარტებით არის განახლებული და როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესსექტორს უამრავ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

როგორც სავაჭრო კონცეპტუალური სივრცის დირექტორი ხათუნა კარიჭაშვილი აღნიშნავს მათი პირველი გამოწვევა, ძველი კინოთეატრის განახლება და მისთვის ახალი სიცოცხლის ჩაბერვა იყო, ისე რომ არც ძველი იერსახე დაკარგულიყო და ფუნქციური დატვირთვაც მრავალმხრივ საინტერესო ყოფილიყო.

  • საკმაოდ რთული და საინტერესო პირველი ეტაპი გავიარეთ და სატესტო რეჟიმში გავხსენით გორის ცენტრალურ რაიონში „გარდენ მოლი“. პროცესი 2 წელი გრძელდებოდა. იყო ბევრი დაბრკოლება, თუმცა როცა თავად ხარ ჩართული ყველაფერში და გჯერა საკუთარი იდეის, მისი განხორციელებაც გიადვილდება. ოფიციალური გახსნა ჯერ არ გვქონია, რადგან ის შედეგი რომელიც „გარდენ მოლმა“ უნდა დადოს სრულიად სხვა მასშტაბის არის და მისი სრულფასოვნად სისრულეში მოყვანა დროს მოითხოვს. სატესტო რეჟიმით გახსნაც ორმა ფაქტორმა გადაგვაწყვეტინა - ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინმა და კონკრეტული ბრენდებისა და კომპანიებისთვის, იმ პოტენციალისა და რეალობის წარდგენა, რომელიც ამ რეგიონს და გორს აქვს. ჩვენი სამუშაო პროცესი, რომელსაც მეორე ეტაპს ვუწოდებთ, აქტიურ ფაზაშია და ძალიან საინტერესო შეთანხებებითა და მოლაპარაკებების პროცესით მივიწევთ წინ.

„გარდენ მოლი“ სატესტო რეჟიმით ყოველდღიურად უკვე მასპინძლობს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ,ასევე ტურისტებს. კონკრეტული ბრენდები სხვადასხვა სახის აქციებითა და შეთავაზებებით ხვდებიან მოსულ სტუმრებს. აქტიურად მიმდინარეობს ცენტრის ახალი ბრენდებით დაკომპლექტებაც.

_ ჩვენი შენობა ძალიან ლამაზი და კონცეპტუალურია, შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორედ დაკომპლექტება, რაც სრულიად სხვა სამუშაო პროცესს საჭიროებს. ჩვენი და გორის მოსახლეობის ყველაზე დიდი სურვილი „კავეასთან“ თანამშრომლობა იყო, რადგან გვსურდა შენობას ძველი ფუნქციონალიც შეენარჩუნებინა. პროცესი წარმატებით დაიწყო და მოლაპარაკებებიც დასრულების ეტაპზეა, შესაბამისად იმედი მაქვს სულ მალე ამ სიახლეს ოფიციალურად გავუზიარებთ ადგილობრივ მოსახლეობას. ასევე მნიშვნელოვანია სავაჭრო სივრცეში იყოს ყველა სახის პროდუქცია ისეთი ხარისხის, რომელიც ჩვენი ქალაქის მცხოვრებლების მოთხოვნებს დაამაყოფილებს.

მოლაპარაკებების პროცესი დავასრულეთ „ იდუმალ ბაღებთან“ , რომელიც კონცეპტ მაღაზიის ფილიალს გახსნის. სადაც ყველასთვის ცნობილი ქართველი დიზაინერებისა და კომპანიების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. როგორც პროექტის ავტორები ნინო იოსელიანი და ანა ჩანგიანი გვპირდებიან პოპ-აპ მაღაზია სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.

  • გარდენ მოლი საოცარი სივრცეა და მათი დამფუძნებლები მართლაც რომ იმსახურებენ აპლოდისმენტებს, რადგან რეგიონს სრულიად ახალ და საინტერესო კონცეფციას უქმნიან. პირველი შეხება ჩვენი გამწვანების კომპანიის „იოვერდეს “ ხაზით გვქონდა და გაგვიხარდა რომ მათთვის პრიორიტეტი ეკო მეგობრული სივრცის შექმნა იყო. სწორედ გამწვანების სამუშაოების შესრულების პერიოდში გაჩნდა იდეა იდუმალი ბაღების ფილიალი გაგვეხსნა. მოგეხსენებათ , რომ გორის მოსახლეობა გამორჩეულია დახვეწილი გემოვნებით, პრიორიტეტია ხარისხი და თანამედროვეობა, ტურისტულადაც ძალიან აქტიურია ქალაქი. თვის ჭრილში მას 71 000 ვიზიტორი ყავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივმა , ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქემ უკეთ გაიცნოს ადგილობრივი ქართული ეკო პროდუქტი - აღნიშნავს ანა ჩანგიანი.

როგორ ნინო იოსელიანი აცხადებს ეს იქნება სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება სამოსი, თავის მოვლა და კვება:

- რა თქმა უნდა ყველაფერი ბუნებრივი, ნატურალური პროდუქციით და ქართული. მთელი ჩემი ცხოვრება ვმოგზაურობ და როგორც მოდის მარკეტოლოგი ვეცნობი ახალ ტენდენციებსა და სიახლეებს - როგორც ინტერიერის დეკორის, ასევე მოდის ინდუქტრიაში. დღეს მსოფლიო ბაზარზე პრიორიტეტი ეკო მგდრაგი მიმართულებაა, ბიზნესში კი მიქსი და კოლაბორაციები. ჩემი პროფესიული საქმიანობაც ყველა კომპანიის ამ ხაზსს ემსახურება და დიდი ხანია მსურს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია, თავისი უსაზღვროდ დიდი შესაძებლობებითა და უკვე მიღწეული შედეგებით. რეგიონებში თანამედროვე ტენდენციების პოპულარიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა. დღეს სწორედ ამიტომაც გარდენ მოლი ჩვენთვის გახდა ის სივრცე, რომელსაც იმაზე მეტი პოტენციალი და მიზნები აქვს ვიდრე უბრალოდ სავაჭრო ცენტრს.

გარდა იმისა რომ გარდენ მოლის დამფუძნებლები დღეს სავაჭრო ცენტრის დაკომპლექტებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აგრძელებენ სამუშაო პროცესს, ასევე გეგმავენ სხვადასხვა სახის კულტურულ შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებას.

12 სექტემბერს, გვსურს მოზარდებს მივულოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება და საგანმანათლებლო შემეცნებითი ღონისძიებით ვუმასპინძლოთ. 6 და 12 წლამდე ასაკის ბავშვებს გოგა ჩანადირი და გასართობი ცენტრი ჩვენი თეატრი უმასპინძლებენ. 12-დან 16 სექტმებრამდე, კი მოლში არსებული მაღაზიები სპეციალურ შეთავაზებებს დაახვედრებენ მოსულ სტუმრებს.

  • კონცეპტუალური სავაჭრო სივრცე „გარდენ მოლი“ მომავალშიც გეგმას ბევრ საინტერესო აქტივობას ღონისძიებებისა და მასტერ კალსების სახით.“- აცხადებს ხათუნა კარიჭაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები