კომპანია „ტრანსპორტერი“, მსოფლიოში წამყვანი პრემიუმ ბრენდების Gardena Husqvarna-ს ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. საუკუნოვანი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ბრენდები, გამოირჩევიან ინოვაციური ტექნოლოგიებითა და ბაღისა და გარემოს მოვლის, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით.
Husqvarna - 330-წლიანი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ლიდერი მწარმოებელია სატყეო, აგრო და გარემოს მოვლის ტექნიკის. ბაღისა და მწვანე სივრცეების მოვლის მიმართულებით კი, უკვე 70 წელია, რაც Gardena ევროპის წამყვანი ბრენდია. გამძლეობა, ხარისხი, კომფორტული მოხმარება და ინოვაციური ტექნოლოგიები სწორედ ის მახასიათებლებია, რაც მათ სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს.
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, Gardena Husqvarna მომხმარებლებს საგაზაფხულო ექსკლუზიურ შეთავაზებას სთავაზობს, სრულ ასორტიმენტზე.
1-14 მარტის ჩათვლით, გარდენა ჰუსქვარნას შოურუმში, მომხმარებლებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ – 50%-მდე ფასდაკლებით სრულ ასორტიმენტზე. შეთავაზება გავრცელდება, როგორც Husqvarna-ს ბენზოხერხებზე, გაზონის საკრეჭებსა და წნევით რეცხვის აპარატებზე, ისე Gardena-ს ავტომატურ სარწყავ სისტემებზე, ბაღის ხელსაწყოებსა და ელექტრო ტექნიკაზე, რაც ბაღისა და გარემოს მოვლის პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის.
გარდა ამისა, გარდენა ჰუსქვარნა კომპანიებსა და ორგანიზაციებს მათ საჭიროებებზე მორგებულ სპეციალურ პირობებსა და შეთავაზებებს სთავაზობს, რაც მათ ბიზნესსა თუ პირად მეურნეობას სამუშაო პროცესებს კიდევ უფრო გაუმარტივებს.
Gardena Husqvarna ხელს უწყობს საქართველოში ბაღისა და გარემოს მოვლის კულტურის პოპულარიზაციასა და განვითარებას.




























