კომპანია "ტრანსპორტერი", 2015 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და არა ერთი მსოფლიო დონის ბრენდის, ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. ტრანსპორტერი, ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი როგორც თბილისში, ისე ბათუმის ფილიალში. გარდა ტექნიკისა, ტრანსპორტერი სხვადასხვა ბრენდის აქსესუარებსა და ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფას სთავაზობს მომხმარებელს.
საგაზაფხულო სეზონთან ერთად, კომპანია ტრანსპორტერიც ბევრ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს. გერმანული ბრენდი GARDENA და შვედური ბრენდი Husqvarna, მებაღეობის სეზონის მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებული აქციით წარდგა მომხმარებლების წინაშე. ტრადიციული GARDENA-ს დღეების ფარგლებში, 2 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით, სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება -20% ფასდაკლება. აქცია მოქმედებს როგორც შოურუმში, ასევე ონლაინ მაღაზიაში: https://gardenshop.ge.
პროდუქცია გამოირჩევა პრაქტიუკულობით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით. აღმოაჩენთ როგორც მძიმე ტექნიკას, რომელიც სამებაღეო-სატყეო მიმართულებით უზრუნველყოფს მომხმარებელს ასევე, წვრილ ხელსაწყოებს, რომლებიც ხელს უწყობს და ამარტივებს ეზოს, ბაღის, სახლის მცენარეებისა თუ სათბურების მოვლა-მოწესრიგებას.
მარტის დღესასწაულებთან ერთად, კომპანიამ ქალბატონებზეც იზრუნა, ამიტომაც ყოველ შენაძენზე მათ გარდენასგან, განსაკუთრებული საჩუქარი ელოდებათ.
კომპანია ტრანსპორტერი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე და კიდევ უფრო მეტ საინტერესო აქტივობას გეგმავს წლის განმავლობაში.