მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გარემო პირობებზე მორგებული სათესლე მასალა უხვი მოსავლის ერთ-ერთი გარანტია“ – ტანია ჰუბნერი, Saatbau-ს წარმომადგენელი

Saatbau
14.08.24 11:37
33

უხვი და ჯანსაღი მოსავლის მიღება დიდწილად ხარისხიან სათესლე მასალაზეა დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შერჩევა კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით. სათესლე მასალების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია Saatbau წარმოების პროცესში სწორედ ამ ორ კომპონენტს ითვალისწინებს და ქმნის სხვადასხვა პირობებზე მორგებული პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს.

„გარემო პირობებზე მორგებული სათესლე მასალა უხვი მოსავლის ერთ-ერთი გარანტია. სწორედ ამიტომ, Saatbau-ს სელექციონერები ყოველწლიურად სხვადასხვა ჯიშის ასიათასობით ვარიაციას ცდიან ევროპისა და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ლოკაციაზე და ცდილობენ, სასურველ კომბინაციებს მიაგნონ. მასალების კვლევა და ტესტირებები ჯერ კომპიუტერულად, შემდეგ კი მინდვრებში, სხვადასხვა გარემო პირობებში ხორციელდება. საერთო ჯამში, ერთი ჰიბრიდის შექმნას – პირველადი შეჯვარებიდან საბოლოო პროდუქტამდე – 7-10 წელი სჭირდება. პარალელურად, Saatbau უწყვეტად აგრძელებს უკვე არსებული მასალების განვითარებასა და მათი მახასიათებლების გაუმჯობესებას“, – ამბობს Saatbau-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ტანია ჰუბნერი.

Saatbau ხუთმა ავსტრიელმა ფერმერმა 1950 წელს დააფუძნა, მაშინ, როდესაც ბაზარზე ხარისხიანი სათესლე მასალების დიდი დეფიციტი იყო. კომპანიამაც მიზნად ამ დეფიციტის შევსება და ავსტრიისთვის სამყოფი პროდუქციის წარმოება დაისახა. საბოლოოდ, მან შეძლო არა მხოლოდ ავსტრია მოემარაგებინა სათესლე მასალებით, არამედ მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყანაც.

„Saatbau ცდილობს, სწრაფად ადაპტირდეს ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებზე და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. ცხადია, კომპანიის წარმატებასაც სწორედ მუდმივად განახლებადი და, რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქცია განაპირობებს“, – ამბობს ტანია ჰუბნერი.

იმისთვის, რომ Saatbau-მ კონკრეტულ ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული სათესლე მასალა შექმნას, ხშირად თანამშრომლობს ადგილობრივ მწარმოებლებთანაც. მათ შორისაა ქართული კომპანია „აგროსფერო“, რომელთან ერთადაც Saatbau უკვე 10 წელზე მეტია, ხორბლისა და ქერის ჯიშებს აწარმოებს.

„მარცვლეულის სათესლე მასალების პირველი ტესტირება საქართველოში, „აგროსფეროსთან“ ერთად, 11 წლის წინ დავიწყეთ. იმ პერიოდში ბევრი ფერმერი ვერ ხვდებოდა რატომ ერქვა სხვადასხვა სათესლე მასალას განსხვავებული სახელები, რადგან მათთვის მხოლოდ ერთი თესლი არსებობდა. დღეს „აგროსფეროს“ მომხმარებლებმა კარგად იციან განსხვავებები ჯიშებს შორის, თითოეული ვარიაციის მახასიათებლები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არჩევანი გააკეთო იმ მასალაზე, რომელიც შენს მიზნებთან და მოთხოვნებთან მოდის თანხვედრაში“, – გვითხრა ტანია ჰუბნერმა.

გაითვალისწინეთ, რომ Saatbau-სა და „აგროსფეროს“ მიერ საქართველოში წარმოებული ხორბლის სათესლე მასალა სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, არის მედეგი ყინვის, გვალვისა და ჩაწოლის მიმართ და მაღალი რეზისტენტობით გამოირჩევა ძირითადი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები