2018 წლის პირველი იანვრიდან - 31 მაისის ჩათვლით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამსახურეობრივი მოვალეობის მიზნით 1.3 მილიონზე მეტი ლარი გახარჯა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, თანამშრომლების მივლინება სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა გრანტებითაც ფინანსდება. ასევე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პერიოდში სამინისტროს თანამშრომლებს თვეობით დასავლეთ საქართველოში უწევთ ცხოვრება. სპეციალურად ამ პროექტისთვის მთავრობამ დამატებით 50 მილიონი ლარი გამოყო. სამინსიტროს სსიპებს შორის სამუშაო ვიზიტით მივლინებულთა ხარჯები ყველაზე მაღალი სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს. ოფიციალური მონაცემებით, მივლინების ხარჯებმა მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 422 947 ლარი შეადგინა, საიდანაც ქვეყნის გარეთ მილინებაში 112 501 ლარი, ხოლო ქვეყნის შიგნით - 310 446 ლარი დაიხარჯა.
მეორე ადგილზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატია. ოფიციალური მონაცემების თანახმად თანამშრომელთა მიერ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტზე გაწეული სამივლინებო ხარჯებმა 241 294 ლარი შეადგინა. (ქვეყნის შიგნით - 32 299; ქვეყნის გარეთ - 208 995).
სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სამივლინებო ხარჯმა 5 თვეში 221 929 ლარს მიაღწია. მათ შორის ქვეყნის შიგნით - 3 910 ლარი დაიხარჯა, ხოლო 218 019 ლარი ქვეყნის გარეთ.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის იანვარ-მაისის თვეებში გაწეული მივლინების ხარჯი (საკუთარი სახსრები) კი სულ 191 737 ლარი შეადგინა. მათ შორის ქვეყნის შიგნით - 181 199, ხოლო ქვეყნის გარეთ - 10 538 ლარი დაიხარჯა.
სხვა სსიპ-ების სამივლინებო ხარჯები კი ასე გამოიყურება:
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი
ქვეყნის შიგნით - 23 175 ლარი
ქვეყნის გარეთ - 6 211 ლარი
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო
ქვეყნის შიგნით - 1 910 ლარი
ქვეყნის გარეთ - 6 929 ლარი
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია
ქვეყნის შიგნით 13 055 (ნაწილობრივ გრანტი)
ქვეყნის გარეთ 38 627 ლარი
სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობა
ქვეყნის შიგნით - 975 ლარი
ქვეყნის გარეთ მივლინება არ განხორციელებულა.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2018 წლის 1იანვრიდან 1 ივნისამდე გაწეული სამივლინებო ხარჯები
ქვეყნის შიგნით - 54 785 ლარი
ქვეყნის გარეთ - 226 ლარი
ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“-ს თანამშრომელთა სამივლინებო ხარჯები (01.01.2018 -01.06.2018 პერიოდი)
ქვეყნის შიგნით - 35 310 ლარი
ქვეყნის გარეთ - 9 938 ლარი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმანეტი
გარეთ - 1005 ლარი
შიგნით - 44 205 ლარი
სსიპ და დაცული ტერიტორიების სააგენტო
ქვეყნის შიგნით 13 182ლარი
ქვეყნის გარეთ მივლინება არ განხორციელებულა.
სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო
სულ ჯამი - 11 093 ლარი
სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
ქვეყნის გარეთ - 210 ლარი

























