მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაცვის კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჰაერის დაბინძურების მიზეზებზე ანგარიშს ამზადებს

5c0ce9a384f75
BM.GE
09.12.18 14:01
921
გაუმართავი ავტოპარკი, ბუნებრივი დამტვერიანება და სამშენებლო მტვერი - პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის
ჰაერის დაბინძურების ის მთავარი მიზეზები, რომელიც კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შესაბამისი ანგარიშის მომზადებისას გამოავლინა.

ანგარიში თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზების დადგენისა და პრობლემების მოგვარების გზების შემუშავების შესახებ ბოლო ეტაპზეა. დასრულდა კვლების ავტორებთან გასაუბრების პროცესიც. დეკემბერში შედგება სამინისტროების, მუნიციპალიტეტების და მერიის წარმომადგენლებს მოსმენა, სადაც კომიტეტის წევრები სახელმწიფო უწყებებს დაუსმევენ კითხვებს, რომელიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა.

"ზეპირი მოსმენების შედეგად რა ინფორმაციასაც მივიღებთ, ის დაემატება ანგარიშს და მზად იქნება უკვე დირექტივები და საკანონმდებლო ცვლილებები. მოსმენებზე კითხვები შეეხება ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის სტანდარტებს - როდის გაკეთდება, რა იგეგმება, თუ რაღაც უნდა ყოფილიყო გაკეთებული და არ გაკეთდა, რატო არ კეთდება, თუ რამე ვალდებულება ქონდათ აღებული, რატომ არ არის შესრულებული?," -აცხადებს კახაბერ კუჭავა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, კუჭავას განმარტებით, კომიტეტს არ აქვს ანგარიშის სრულად მომზადებამდე რეკომენდაციების გასაჯაროვების უფლება, თუმცა პრიორიტეტი ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზების აღმოფხვრაზე იქნება გაკეთებული.

2018 წლის აპრილში პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისში ჰაერის დაბინძურების მიზეზების დადგენა და
პრობლემის მოგვარების გზების შემუშავება ევალება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები