მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოს დაცვის სამინისტრო ნარჩენების მართვის საკითხზე ბიზნესთან კონსულტაციებს იწყებს

5bbcb6b9d5d73
სალომე მეცხვარიშვილი
09.10.18 18:28
840
გარემოს დაცვის სამინისტრო მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკითხზე საჯარო კონსულტაციებს იწყებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე აცხადებს.

რეგულაციები, რომლებიც ბიზნესს ახალ ვალდებულებებს აკისრებს, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს, რომ ბიზნესმა საკუთარი ნარჩენები თავად უნდა მართოს და მის გადამუშავებაზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეხება სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორიცაა შეფუთვის მასალები - პლასტმასი, მუყაო, ქაღალდი - ელექტრონული ნარჩენები, ხმარებიდან ამოღებული ავტოსატნასპორტო საშუალებები და ა.შ.

თითოეულ ამ ნაკადზე სამინისტრომ ევროკავშირის, შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით შეიმუშავა საკანონმდებლო აქტები, რომლებითაც დარეგულირდება ამ ნაკადების მართვის საკითხები.

ჩვენი მიზანია, ზოგადი პრინციპები გავაცნოთ ბიზნესსექტორს, წარვუდგინოთ საკანონმდებლო ჩარჩო - ეს არის პირველადი ვერსიები. ჩვენ მათთან ერთად გვინდა შევიმუშავოთ საბოლოო ვერსიები, რადგან გავითვალისწინოთ მათი შენიშვნები, ისე, რომ არ დავაზარალოთ არც ისინი და არც თავად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მიზანი.

ვიწყებთ აქტიურ საჯარო კონსულტაციებს კერძო სექტორთან და სხვა საჯარო უწყებებთან, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ პროცესში, რათა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ეფექტურად განვახორციელოთ ეს ცვლილებები“,- აცხადებს ნოდარ კერესელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები