მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება გაუმართლებელი გადაწყვეტილება იყო"

5b5c334fe1bab
სალომე მეცხვარიშვილი
28.07.18 18:07
1031
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმება გაუმართლებელი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს მსგავსი შემთხვევები, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანდა, თუმცა, ამ ქვეყნების კონტექსტი საქართველოსგან განსხვავებულია.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ქვეყნებში ძლიერი თვითმმართველი ორგანოები არიან და ცენტრალური ხელისუფლება ქმნის ჩარჩო პოლიტიკას. განხორციელებაზე კი დიდი წვლილი მოდის მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებზე. გარდა ამისა, ცნობიერება ზოგადად არამარტო მოსახლეობაში, არამედ გადაწყვეტლების მიმღებ პირებშიც, არის ძალიან მაღალი.

ჩვენს შემთხვევაში სხვა მდგომარეობა გვაქვს, ერთი მხრივ, გვაქვს უამრავი ვალდებულება. მეორე მხრივ, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა არის სხვადასხვა რამ. გარემოს დაცვა არის დაცვაზე ორიენტირებული, როდესაც სოფლის მეურნეობა არის თავისი შინაარსიდან გამოდმინარე დაბინძურებასა და მოხმარებაზე ორიენტირებული: პესტიციდების გამოყენება, სასუქები, წყლის რესურსებისა და ნიადაგის მოხმარება და ა.შ. ამის დაცვა კი გარემოს დაცვის სამინისტროს ევალება“,- აცხადებს ხათუნა გოგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები