მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოს დაცვის კომიტეტში 2 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა - ერთ-ერთი RMG-ის საკითხზე იმუშავებს

კომიტეტი ბითაძე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. საკითხზე კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

ერთპარტიული პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში კომიტეტში ორი სამუშაო ჯგუფი იარსებებს: „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი“ და „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე სამუშაო ჯგუფი“. მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფები წინა მოწვევის პარლამენტშიც მუშაობდნენ.

ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი ჯგუფი ძირითადად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისაგან შედგება და ისინი კონკრეტულად კომპანია "რიჩ მეტალს გრუპის" (RMG) საკითხებზე მუშაობენ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე ბიზნეს სექტორთან მომუშავე ჯგუფში კი შედიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და კომიტეტის წევრები. ჯგუფი ასევე უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან ამ თუ იმ კანონმდებლობის განხილვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები