გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ამ პოზიციაზე ლაშა დოლიძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას ხელი “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 18 მარტს მოაწერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს ამ დრომდე ოთხი მოადგილე ჰყავდა. მათ შორის პირველი მოადგილის პოსტს ნინო თანდილაშვილი იკავებს, დანარჩენი მოადგილეები კი არიან აპოლონ კაკაბაძე, იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი.