მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოს ეროვნული სააგენტო 19-20 მარტს ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

წვიმა ქარი
18.03.24 13:22
327

19-20 მარტს ამინდის მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შეიძლება, სტიქიური მოვლენები გაააქტიუროს.

„19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები