მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

მდინარე

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 17 მარტის დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 - 5 ბალიანი შტორმი.

"საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, შემდგომი ადიდება, ცალკეულ მონაკვეთებზე მათი კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე მაღალი)", - იტყობინება გარემოს ეროვნული სააგენტო.

გურიაში 1 638 ოჯახი მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში ცხოვრობს - გეოლოგიური ბიულეტენი 2024

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები