მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, 11-13 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები