გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 3 ოქტომბერს დღის ბოლოდან 7 ოქტომბრამდე დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, ნისლი, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
ასევე, 4 ოქტომბერს ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან ზონაში კი ზოგან შესაძლებელია თოვლი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.