მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს ეროვნული სააგენტო სტეფანწმინდაში მომხდარ ღვარცოფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სტეფანწმინდა ღვარცოფი

გარემოს ეროვნული სააგენტო სტეფანწმინდაში დაფიქსირებულ ღვარცოფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გუშინ, 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ღვარცოფის გავლა დაფიქსირდა.

სააგენტოს ცნობით, მათმა გეოლოგებმა ადგილზე არსებული გეოდინამიკური პირობები შეაფასეს, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ღვარცოფი გუშინ დაფიქსირდა. შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები