მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

57ad9ed1ba07d
BM.GE
12.08.16 13:56
1312
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა თანამშრომლებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი პაატა ბატიაშვილი წარუდგინა. პაატა ბატიაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 2012-2015 წლებში ბატიაშვილი შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ხოლო 2015 წლიდან დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. მინისტრმა დეპარტამენტის ახალ უფროსს წარმატება უსურვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები