მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდაცვით თემატიკაზე დებატების ეროვნული ტურნირი „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით გაიმართება

„თეგეტა გრინ პლანეტსა“ და „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის შედეგად გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირი მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთი თვის განმავლობაში გაიმართება, რომლის მხარდამჭერი, „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, გაეროს განვითარების გლობალური ინიციატივა „კლიმატური დაპირებაა“. მასშტაბური ტურნირის მიზანია, დებატების ტექნიკის გამოყენებით, გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვანია გაეროს მდგრადი განვითარების ისეთი მიზნების შესრულების ხელშეწყობა, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, მდგრადი მოხმარება და წარმოება, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები და სხვ. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი CSR სტრატეგიით ხელმძღვანელობს, პრიორიტეტული მიმართულებები სწორედ გარემოსა და განათლებაზე ზრუნვაა.

პროექტი მარტიდან დაიწყება, რომელშიც ჩაერთვებიან მთელი საქართველოს მასშტაბით 30 სკოლის 30 მასწავლებელი, 30 დირექტორი, 350-ზე მეტი მოსწავლე და სტუდენტი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ტურნირი მოიცავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებული დებატების კლუბების ბაზაზე მოსწავლეების მომზადებას დებატებისთვის, რაც ითვალისწინებს შემდეგი ტიპის აქტივობებს: თითოეულ კლუბში მოსწავლეების დებატების ტექნიკის მიმართულებით მომზადებას, მოდებატე გუნდების დაკომპლექტებას; გარემოსდაცვით თემატიკებზე ექსპერტებთან შეხვედრებს როგორც პირისპირ, ისე ონლაინ. მათ შორის „თეგეტას“ წარმომადგენლებთან, UNDP-ის EU4-ის კლიმატის ცვლილების ეროვნულ ხელმძღვანელთან და სხვა. დაგეგმილია 60 თამაში, რომლის შედეგადაც გამოვლინდებიან საუკეთესო მოდებატეები. პროექტის ბოლოს კი შემაჯამებელი ღონისძიება მოეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები