გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებს ახალი დირექტორი თამთა დევდარიანი ოფიციალურად წარუდგინა.
დევდარიანმა პოსტზე თამარ ალადაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით უწყებაში კონსულტანტის პოზიციაზე რჩება.
სამინისტრო წერს, რომ დევდარიანს აქვს კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის (LL.M.) და
დევდარიანი ცენტრში მუშაობდა დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, რის შემდეგაც დაინიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელად.
მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:
- სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ (GBA)
• ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი — 2020–2025
• ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი — 2019–2020 - სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ (MAG)
• ეთიკის კომისიის წევრი — 2021–2025 - ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL)
• ადმინისტრაციული ასისტენტი — 02.2023–09.2023 - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
• კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი — 2020–2023 - სასამართლო მედიატორი
• დავათა კატეგორიები: საოჯახო, შრომითი, სამეწარმეო — 2019–2025 - ჰოლდინგი „სმარტ კაპიტალ გრუპი“
• შემავალი კომპანიების მთავარი იურისტი — 2016–2019 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო – შპს „მექანიზატორი“
• იურიდიული დეპარტამენტი, იურისტი-მთავარი სპეციალისტი — 2013–2016


























