მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი შეიცვალა - მიზეზი უცნობია

გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ირაკლი კობახიძის ბრძანებით, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ლევან ჯღარკავა პაატა კილაძემ შეცვალა.

bm.ge უწყებას დაუკავშირდა მიზეზის გასარკვევად, თუმცა გვითხრეს, რომ მთავრობის ვებგვერდზე ასახული მონაცემებით გვესარგებლა და დამატებით ამ ეტაპზე ვერაფერს გვეტყვიან.

ახალი ხელმძღვანელი პაატა კილაძე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

რაც შეეხება აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავა გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენდამდე 2021-2022 წლებში თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები