მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გარემოზე ზიანის მიყენების რეგულირება "დამაბინძურებელი იხდის" პრინციპის შესაბამისად მოხდება"

5b48816ebc42e
BM.GE
13.07.18 14:37
553
"კომპლექსური პროგრამა, რომელიც უკავშირდება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებებს, განსაზღვრულია ორ მნიშვნელოვან დოკუმენტში, ესენია გარემოს დაცვის ეროვნული სამოქმედო პროგრამა და სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგია. ეს არის კომპლექსური დოკუმენტები, რომლებიც ამ ორი ძირითად მიმართულებებში განსაზღვრავენ ჩვენს პრიორიტეტებს. პროგრამებში აქცენტები მწვანე ეკონომიკაზე და ინკლუზიურობაზე გაკეთდა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე.

მისივე თქმით, ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვისათვის დაგეგმილია სისტემური რეფორმები.

„გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემის შემოღება. გარემოზე ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების პრევენციისა და აღმოფხვრის რეგულირება „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად მოხდება. რაც გულისხმობს გარემოს დაზიანების შემთხვევაში, მის აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებების განხორციელებას, ნაცვლად მიყენებული ზიანის მონეტარული ანაზღაურებისა, რომლის პრაქტიკაც დღეს ჩვენ გვაქვს და საკმაოდ ხარვეზიანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები