მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერია განსაკუთრებული"

5ad44d5d45406
თელარა გელანტია
16.04.18 11:11
2115
გიორგი ქადაგიძის შეფასებით, „ის, რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის“. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანმა გიორგი ქადაგიძემ  ბანკებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ფინანსთა მინისტრის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

„ის, რომ ღარიბ ქვეყანაში ბანკები არ უყვართ, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. საქართველოზე გაცილებით უფრო განვითარებულ ქვეყნებში ანტისაბანკო განწყობები არის პოლიტიკური დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, თუმცა ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული კომპანიები არ ამაყობენ მხოლოდ მოგების სიდიდით. წარმატებული კომპანიები ამაყობენ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის სტანდრატით. წარამტებული კომპანიები ამაყობენ იმ სასიკეთო ცვლილებებით, რაც მათ მოაქვთ საკუთარი მომხმარებლებისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის. ამ მიმართულებით ქართულ მსხვილ ბიზნესს სამუშაო ნამდვილად ბევრი აქვს, სულ თითებზეა ჩამოსათვლელი ისეთი კომპანიები, რომლებისთვისაც სოციალური პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკუთარი საქმიანობის. ეს არის ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით', - განაცხა ქადაგიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები