მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბაღებში სამხედრო კომპონენტის სწავლება უნდა დაინერგოს

64a2795157044
ინგა მურუსიძე
03.07.23 11:35
637
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ბაღებში სამხედრო კომპონენტის სწავლება უნდა დაინერგოს. ამის შესახებ განცხადება ღარიბაშვილმა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.

“ჯარის მნიშვნელობა და როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. აუცილებელია, ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა სკოლებიდან. უფრო მეტიც, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა, ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში. სწორი მიდგომების, ოჯახის და სახელმწიფოს პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან. უკვე შევიტანეთ სამხედრო სწავლება - თავდაცვა და უსაფრთხოება სკოლებში, დღითიდღე იზრდება ინტერესი მოსწავლეებში. ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ, ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ეს კომპონენტი ბაღებშიც უნდა შევიტანოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები