მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი პეკინში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს - მთავრობის ადმინისტრაცია

64c4f9d42c18b
BM.GE
29.07.23 15:27
395

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება და დღეს ის პეკინში ჩავიდა.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პეკინში პრემიერ-მინისტრი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

ღარიბაშვილი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად 27 ივლისს გაემგზავრა. მას ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ამას გარდა, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები