მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი უძრავი ქონების კომპანია Emaar Properties-ის მმართველებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

64914eec930ee
BM.GE
20.06.23 11:04
528
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Emaar Properties-ის დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პროექტების შესწავლის მიზნით, კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე ვიზიტი უკვე განახორციელეს საქართველოში.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში Emaar Properties-ის მხრიდან ინვესტირების სურვილს.

Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია $30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით და აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები