პარტია „ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური მდივნის და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია.
ამის შესახებ მან tv “პირველზე“ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას მამუკა ხაზარაძის საქმის კომენტირებისას განაცხადა.
ყოფილი პრემიერის თქმით, მას არ აქვს საფუძველი დაიჯეროს, რომ მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
„არ მაქვს საფუძველი დავიჯერო; რატომ უნდა დავიჯერო? ამას სჭირდება ფაქტები. მე მახსოვს, რა იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება - დაეხმარეთ ყველა ბიზნესს. პრობლემა არ შეუქმნას, არავინ გაბედოს. მე პირადად ბატონ ხაზარაძეს გავყევი ლონდონში, როცა „თიბისის“ აქციების გატანა მოხდა ანუ ჩვენ და პირადად ბატონი ივანიშვილი მაქსიმალურად ეხმარებოდა და ეხმარება ყველა ბიზნესმენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

























