მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბი და საშუალო შემოსავლიანი ქვეყნებისთვის COVID-19-ის ვაქცინის დამატებით 100 მლნ დოზა გახდება ხელმისაწვდომი

5f7375714d6ec
BM.GE
30.09.20 00:15
1199
ვაქცინის გლობალური ალიანსის GAVI-ის განცხადებით, Serum Institute of India (SII)-ს, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის და Gavi-ის თანამშრომლობით ვაქცინის დამატებიი 100 მილიონამდე დოზა გახდება ხელმისაწვდომი ღარიბი და საშუალო-შემოსავლების მქონე ქვეყნებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვაქცინის გლობალური ალიანსის განცხადებით, აღნიშნული ვაქცინის დოზები ღარიბი და საშუალო-შემოსავლების მქონე ქვეყნებს 2021 წლიდან მიეწოდებათ. 

„არც ერთი ქვეყანა, არც ღარიბი და არც მდიდარი არ უნდა დარჩეს ვაქცინის გარეშე. ღარიბი ქვეყნები არ უნდა იდგნენ გრძელი რიგის ბოლოში. ამ კოლაბორაციით ჩვენ შევძლებთ ვაქცინაზე წვდომა გავზარდოთ მსოფლიოს მასშტაბით“, - აღიშნულია GAVI-ის განცხადებაში.

გამოცემის მიხედვით, ღარიბი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისათვის ერთი დოზა ვაქცინის ღირებულება 3 აშშ დოლარით განისაზღვრა და ამ ღირებულებით დაახლოებით მსოფლიოს 92 ქვეყანა მომარაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები