მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გარიგება ორივე მხარისთვის სარფიანი იყო“ - დავით ცაავა „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენაზე

დავით ცაავა

„ბაზისბანკის“ გენდირექტორი დავით ცაავა აცხადებს, რომ „ლიბერთი ბანკის“ შეძენის ღირებულება ამ ეტაპისთვის კონფიდენციალურია, თუმცა „გარიგება ორივე მხარისთვის სარფიანი იყო“. ამის შესახებ მან გარიგების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, თუმცა როგორც ბატონმა ირაკლიმ [რუხაძემ] ახსენა, ეს გარიგება ორივე მხარისთვის სარფიანი იყო. სწორედ ამან მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ წელიწადნახევრიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაგვესრულებინა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გარიგება ასევე სარფიანი არის იმ მინორიტარი აქციონერებისათვის, დაახლოებით 4%, ვისაც „ლიბერთი ბანკში“ აქციები აქვს“, - განაცხადა „ბაზისბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ასევე „ლიბერთი ბანკის“ გენდირექტორის პოსტს დაიკავებს.

დავით ცაავა ამბობს, რომ ბანკების გაერთიანება საბოლოოდ 1 წელიწადში მოხდება.

16 აპრილს საქართველოს საბანკო სისტემაში ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი - აქტივების სიდიდით მეოთხე "ბაზისბანკმა" მესამე უმსხვილესი - "ლიბერთი ბანკი" შეიძინა. გარიგება მოიცავს ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ისგან აქციათა საკონტროლო - 95.99%-ის წილის გამოსყიდვას. ტრანზაქციის ღირებულება კონფიდენციალურია. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული გარიგების კვლევა ჯერ კიდევ 2025 წლის ზაფხულზე დაასრულა და დაასკვნა, რომ გაერთიანება ქვეყნის საბანკო სისტემაში არსებული კონკურენციის დონეზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები