მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარკვეული პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების ვადა იცვლება

60e878c2d7361
BM.GE
09.07.21 20:34
770
პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება, ეს უფლება 2022 წლის 1 აგვისტოდან აღუდგება, ნაცვლად 1 თებერვლისა.

„რამდენი ხნის წინ, ჩვენ მივიღეთ ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის შესაბამისადაც დადგინდა რეგულაციები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება. ამავდროულად, ჩვენ ამავე კანონის შესაბამისი მუხლით, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც თავის დროზე პოლიტიკური საბოტაჟის დროს უარი თქვეს ამ დაფინანსების მიღებაზე, აღვუდგინეთ შესაძლებლობა ისარგებლონ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით. სწორედ, ამ პარტიებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების აღდგენის ვადის ცვლილება ხდება წარმოდგენილი პროექტით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

პროექტის თანახმად, ამ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ ყველა ის თანხა, რომელსაც ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მიიღებდნენ, რომ არ დაეკარგათ აღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები