მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარკვეული პროფესიები საჯარო სექტორში განსაკუთრებული რეგულაციების ქვეშ მოექცევიან

5a609a75deb8f
მეგი კავთუაშვილი
18.01.18 17:22
948
მთავრობა გამონაკლისი პროფესიების ნუსხას ადგენს, რომელიც საჯარო სექტორში განსაკუთრებული რეგულაციების ქვეშ მოექცევა. ნუსხაში შრომის ბაზარზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები შევა, რომლებსაც შრომის ანაზღაურების კანონის ჩარჩო რეგულაციის მიხედვით, საჯარო სექტორში საბაზროზე ბევრად დაბალი ანაზღაურება ერგება.

გამონაკლისი პროფესიების ნუსხა საჯაროდან კერძო სექტორში გადინების თავიდან აცილების მიზნით დგება. წინასწარი მონაცემებით, ნუსხაში პროგრამისტები, მფრინავები და მეზღვაურები შევლენ, თუმცა, ჩამონათვალზე მუშაობა ჯერ არ დასრულება. მონაცემებს საჯარო სამსახურის ბიურო აგროვებს. დასრულებული ვერსია მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მთავრობა ხელს მოაწერს. პროფესიათა ნუსხა სავარაუდოდ მომევალ კვირაში დამტკიცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები