მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გარკვეული ქვეყნის საზღვრები ხელოვნურად აფერხებენ ქართული თხილის იმპორტს"

5c1b548a51222
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.18 13:00
709
თხილის ექსპორტიორი კომპანიის Nuts.ge-ის ხელმძღვანელის მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბაზრიდან უკან გამობრუნებულ ქართულ თხილში არ აღმოჩნდა ის დარღვევები, რის გამოც პროდუქცია ევროპულ ბაზარზე არ დაუშვეს.

როგორც თხილის ექსპორტიორი bm.ge-სთან აცხადებს, მსგავსი შემთხვევა მის კომპანიაში 2-ჯერ დაფიქსირდა.

“უკან დაბრუნებული თხილის სრული შემოწმება გავაკეთეთ, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისოდ აკრედიტირებულ ლაბორატორიებში. ორივე ლაბორატორიის პასუხი იყო იდენტური, რომ დაავადება არ აღმოჩნდა, მაგრამ ამის პარალელურად, ჩვენ გვქონდა ევროპული საზღვრის კონტროლის ანალიზი, სადაც ფიქსირდებოდა დაავადება.

სიმართლე გითხრათ, მე თვითონ პასუხი არ მაქვს, რასთან არის ეს დაკავშირებული”,- აცხადებს მამუკა ბერიაშვილი და აღნიშნავს, რომ საუბარი აქვს კვიპროსის საზღვარზე.

მისივე თქმით, მსგავსი ნაბიჯები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის ხელოვნური ბარიერები ბიზნესისთვის.

“გარკვეული ქვეყნის საზღვრები ხელოვნურად აფერხებენ ქართული თხილის იმპორტს. ხდება საზღვრიდან გამობრუნება, რის შემდეგაც პროცესში ერთვება სურსათის ეროვნული სააგენტო, აჰყავს სრულ კონტროლზე და ხდება ტვირთის შემოწმება. ხშირ შემთხვევაში მიზეზი, რომლის გამოც პროდუქცია უკან გამოაბრუნეს, არ დასტურდება. ეს არის ბიზნესის შეფერხება”,- აცხადებს Nuts.ge-ს ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები