თბილისში პირველი მასშტაბური ვორქშოპების ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებაზე 50-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის ვორქშოფი საათში ერთხელ პარალელურად იმართებოდა და ჯამში 2 დღის განმავლობაში, 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოპში მონაწილეობის შესაძლებლობა 5000-მდე ადამიანს მიეცა.ღონისძიების დასკვნით ეტაპზე კი , BMG-იმ როგორც ფესტივალის პარტნიორმა, 3 გამორჩეული ვორქშოპის მქონე სტარტაპი დააჯილდოვა.