გასართობი ცენტრების მომსახურება გაძვირდა - რა ფასად გადაუხდით ბავშვებს დაბადების დღეს?
BM.GE
07.02.23 09:30
• 327
ბავშვთა გასართობ ცენტრებში მომსახურების ტარიფი დაახლოებით 20-დან 35%-მდე გაიზარდა. როგორც დაბადების დღის ცენტრებში აცხადებენ, 2022 წელს სექტორის აღდგენის მაჩვენებლებმა 2019 წლის მონაცემებს გადააჭარბა, რაც ერთი მხრივ დაგროვილ მოთხოვნას, მეორე მხრივ კი ბაზარზე შემცირებული ცენტრების არსებობას უკავშირდება. როგორც გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი BMG-სთან აცხადებს ქვეყნის მასშტაბით პანდემიამდე 140-მდე ცენტრი იყო, დღეს კი რაოდენობა 70 ერთეულს არ აღემატება. რა ფასად შეგიძლიათ ბავშვებისა და მოზარდებისთვის დაბადების დღის გადახდა?