საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კამპანია National Elections After Party ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს 26 ოქტომბრის ღამეს, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ, გასართობ დაწესებულებებში უფასოდ შესვლა და გართობა შეეძლებათ.
კამპანიის ფარგლებში, ზოგიერთი კლუბი და ბარი მარკირებულ მომხმარებელს უფასო სასმელსაც სთავაზობს.
"26 ოქტომბრის უმნიშვნელოვანესი არჩევნების დღის შემდეგ წინ დიადი და მხიარული ღამე გველის:
მარკირება შენი - გართობა ჩვენი.
საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მარკირების ჩვენებით უფასოდ შეხვალ უამრავ ადგილას, ზოგან საჩუქრად სასმელსაც კი დაგისხამენ. თუმცა, გახსოვდეს, რომ ყველა დაწესებულებას თავისი პირობები ექნება შესვლასთან დაკავშირებით. არჩევანი შენია, Afterparty-ც შენი!" - ნათქვამია საკომუნიკაციო კამპანია "არჩევანი შენია"-ს Facebook გვერდზე.
კამპანიის ფარგლებში შეთავაზება როგორც თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდისა და თელავის ზოგიერთ დაწესებულებაში, ასევე ბერლინში, პრაღასა და მადრიდშიც გავრცელდება.
BM.GE თბილისისა და სხვა ქალაქების იმ გასართობი დაწესებულებების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც 26 ოქტომბრის ღამეს უფასოდ გართობას შეძლებთ:
- Aprili
- Meoba
- Left Bank
- Mutant Radio
- Plus One
- Zeche
- Mtkvarze
- Tone
- Moulin Electrique
- 8000 მოსავალი (+ბერლინი)
- Dedaena
- Barიერი (ქუთაისი)
- Tbili Orgia
- Adgili (ბათუმი)
- Camora
- Love Bar
- Fanjara (ბათუმი)
- Ziari (ქუთაისი)
- Khidi
- Profesio (რუსთავი)
- Bjaminoli (ზუგდიდი)
- Old Telavi (თელავი)
- წიბახა
- Playroom (თელავი)
- Batumi Circus (ბათუმი)
- Muchies by Foodgodess (მადრიდი)
- Pluto's Recors
- Dergi (პრაღა)
- Der Blaue Fuchs (ბერლინი)